კომაროვის სკოლაში “სახალისო ქიმია“ - ბუნებისმეტყველების კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!

კომაროვის სკოლაში “სახალისო  ქიმია“ - ბუნებისმეტყველების  კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!   

ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი, ლიანა ინწკირველი

კლუბის მუშაობის პერიოდი: 28 იანვარი   -  31  მაისი

კლუბის  მუშაობის გრაფიკი: კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს  14 30 – 16 00  სთ

 

კლუბის მიზანია:


სახალისო ცდების საფუძველზე მოსწავლეებს გავუღრმავოთ ინტერესი ბუნებისმეტყველების საგნების მიმართ, განსაკუთრებულ ყურადღებას კი დავუთმობთ ბიოლოგიას და ქიმიას.მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბდეთ ექსპერიმენტის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ჩატარების უნარი და გაიღრმაონ თეორიული ცოდნა.


კლუბის ფუნქციები:


ა) ქიმიისა და ბიოლოგიის საგნების თეორიული საფუძვლების ორიგინალურად და საინტერესოდ მიწოდება;

ბ)    საგნების - ქიმიისა და ბიოლოგიის ღრმად შესწავლის მოტივაციის გაზრდა;

გ)    ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტების, ცდების დაგეგმვა და ჩატარება;

დ) მოსწავლეების ბუნებისმეტყველების მიმართულების კონფერენციებში, ფესტივალებში, ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობა და ორგანიზება;

ე)     ყველა იმ საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.


კლუბის წევრობა:


1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.

2 კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.

4. კლუბის წევრი მონაწილეობს კლუბის აკადემიურ პროგრამაში, აქტივობებსა და ღონისძიებებში.

5. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.


„სახალისო  ქიმიის“   კლუბის  სამუშაო  პროგრამა, იხილეთ აქ. 

 

კლუბის „სახალისო  ქიმია“  მუშაობის მნიშვნელობა და აქტუალობა


ბუნებისმეტყველების  კლუბის  მუშაობის ძირითადი დანიშნულებაა დააინტერესოს სკოლის მოსწავლეები  ქიმია-ბუნებისმეტყველების საგნებით, გაუღვიძოს მათ მოტივაცია ღრმად გაეცნონ ამ საინტერესო საგნების საფუძვლებს,გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძირითადი მიზანი კი არის:


· სკოლის მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება ბუნებისმეტყველების სფეროში;

· დაინტერესება მეცნი­ე­რების თანამედროვე მიღწევებით და ექსპერიმენტის ჩატარების ჩვევებით;

· კვლევითი უნარების გაძლიერება.


კლუბში გაერთიანებული მოსწავლეები გაიღრმავებენ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ  ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული მუშაობის, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

წრეში გაერთიანდება მოსწავლეები, რომლებიც გამოიჩენენ ინტერესს დედამიწის შემსწავლელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.



ზემოთ